weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხევსურეთში მოქალაქეების დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ბახტაძე

17:36 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

„შატილი საუკუნეების განმავლობაში იყო ჩრდილოეთ საზღვრების დარაჯი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადგილებში დაბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები, თქვენ დაუბრუნდეთ თქვენს მამა-პაპისეულ მიწა-წყალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შატილში, სადაც დღეს „შატილობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ადგილობრივებს გამძლეობისა და სამშობლოს ერთგულებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას. იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. თითოეული ქართველი და მსოფლიო კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით. შატილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ და წელსაც ერთი კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა. უკვე გვაქვს განვითარების გენერალური გეგმა“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ძალიან სწრაფად ახორციელებს გზების რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე პირდაპირ აისახება.

„როგორც დაგპირდით, რამდენიმე თვეში დავიწყებთ ხელმისაწვდომი დაფინანსების პროგრამას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რომ ადგილობრივებმა თავიანთ ოჯახებში შეძლონ ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს, ხოლო საქართველოს მოუტანს დამატებით ტურისტებს და იმას, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს, რამხელა ტრადიციებისა და კულტურის მატარებელი ერი ვართ ქართველები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]