weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა აქტივისტებმა გააპროტესტეს

17:03 კვირა, 02 სექტემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩასვლა აქტივისტებმა გააპროტესტეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელი ცაბუნია ვართაგავა და როსტო ზარანდია ზურაბიშვილს ტრანსპარატებით „არ შეეგუო ოკუპაციას“, „სალომე, აქ ვერ გათხრი“ და „ბარს არ მოგცემ“ დახვდნენ.

აქტივისტების თქმით, მათ პროტესტს სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იწვევს.

„ჩვენ რომ ღირსეული სახელმწიფო ვიყოთ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ადამიანი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, როდესაც ამბობს რომ ომი დაიწყო საქართველომ და არ აღიარებს რუსულ ოკუპაციას“, - უთხრა ცაბუნია ვართაგავამ რადიო „ათინათს“.

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად ხელმოწერების შესაგროვებად ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„არაერთხელ ვარ ზუგდიდში ჩამოსული სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა მოძრაობებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი განწყობაა და ეს ყოველთვის ასე იყო, იმედი მაქვს მხოლოდ იმიტომ არა, რომ დედაჩემი მეგრელი იყო. აქ არის ნდობა ნებისმიერი ეროვნული ადამიანის მიმართ“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]