weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

13:38 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები მარტივდება. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზანი ხალხებს შორის გაცვლის და კონტაქტების განვითარების ხელშეწყობაა.

„მოხარული და კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით. მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და იაპონიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გზები, რათა წინ წავწიოთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. იაპონია საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებს და სხვა ექსპერტებს, რომლებიც მნიშვნელოვანი აქტორები არიან სახელმწიფო შენების პროცესში“, - აღნიშნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტარო კონოს განცხადებით, იაპონიას კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს.

„მინისტრ ზალკალიანს ავუხსენი იაპონიის მიდგომები კავკასიის რეგიონისადმი. კავკასიის რეგიონი კარია, რომელიც აერთიანებს აზიასა და ევროპას და ახლო აღმოსავლეთს. კავკასიაში სტაბილურობა არა მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხია, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ინიციატივა ორი მთავარი ელემენტისგან შედგება: ადამიანური რესურსების და სახელმწიფოს შენების განვითარებაში დახმარება და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება“, - აღნიშნა მან.

იაპონიის დელეგაცია საქართველოს დღეს, 4 სექტემბერს ეწვია. დელეგაციის წევრებს შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი ნორიკო სუზუკი არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ისტორიაში ეს პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]