weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი „მეტი შეგვიძლია>“ იქნება

14:04 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018 hits 1288

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი „მეტი შეგვიძლია>“ იქნება, ხოლო ლოგო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი.

უსუფაშვილის განცხადებით, „მეტი შეგვიძლია>“ ნიშნავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინებას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპულ ცივილიზაციაში სრულფასოვან დაბრუნებას.

„გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია - ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს.

ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს. საჭიროა დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძის რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი საზრუნავი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება უნდა იყოს.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის მსურველმა 39-მა პირმა მიმართა. საარჩევნო სუბიექტებს და საინიციატივო ჯგუფებს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ხვალ ეწურებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]