weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის

15:32 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან შედეგები გაყალბდება.

„არჩევნები, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველა კომისია უკვე ნაყიდია, არჩევნები არ არის.

არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის.

მე შევქმნი ძალას, რომელიც არ დაუშვებს საპარლამენტო არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარებას და ივანიშვილის მონა პარლამენტის მიღებას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად არა საკუთარი ინტერესებისა და სურვილების განხორციელების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ შეცვალოს „დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა დაუბრუნოს“.

„ამისთვის აუცილებელია, რომ ამ ფარსში მონაწილეობა არ მივიღოთ და ვიბრძოლოთ ისეთი ძალის შესაქმნელად, რომელიც ქართველი ერის ამ დამცირებას ბოლოს მოუღებს და ღირსებას დაგვიბრუნებს. დღეს ქვეყნის გადარჩენას უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები სჭირდება. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება, ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემის მოგვარებაზე გავლენის მოხდენა დღევანდელ პრეზიდენტს, მის ხელთ აღარ არსებული ბერკეტების გამო არ შეუძლია. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის სურვილების განხორციელების სიმბოლო. ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრება“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პრეზიდენტობის მსურველმა 41-მა კანდიდატმა მიმართა. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს: 1. მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; 2. ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“; 3. შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]