weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

18:36 კვირა, 09 სექტემბერი 2018

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამომრჩევლებსაც ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ქალბატონი სალომე არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი; მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება; საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში, ის თავგამოდებით იბრძონდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად; ბოლოს ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის ვადა გუშინ, 8 სექტემბერს ამოიწურა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პრეზიდენტობის მსურველმა 46-მა კანდიდატმა მიმართა. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს: 1. მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; 2. ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“; 3. შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]