weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ ბატიაშვილს შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება

18:11 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018
ფოტოზე ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია ფოტოზე ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება. როგორც დღეს მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

„ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. ეს შეეხებოდა როგორც გრიფირების პროცესს, ისე სკოლებში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს და ა.შ.. ისიც განვაცხადეთ, რომ იმისთვის, რათა რეფორმების სწრაფად განხორციელება დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები. დღევანდელი ცვლილებები არ არის საბოლოო. ცვლილებები გაგრძელდება. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში იქნება ჩვენი რეფორმის პრეზენტაცია. ეს ცვლილებები განხორციელდება ახალ გუნდთან ერთად“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ლია გიგაური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობდა, თეიმურაზ მურღულია კი ამ თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა.

მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილეებთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]