weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სადღაც სიმინდს მოიყვანენ, სადღაც მარიხუანას. სოფლის მეურნეობის კულტურაა – მაღრაძე

23:13 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

„ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. მაგრამ, იცით, ახლა უკვე რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელის მიხედვითაც შესაძლოა საექსპორტოდ სამედიცინო მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოება ლეგალური გახდეს.

გუგული მაღრაძის ინფორმაციით ეს საქმიანობა იქნება ლიცენზირებილი და გათვლილი იმაზე, რომ „ქვეყანას მეტი მოგება მოუტანოს“.

„სოფლის მეურნეობის კულტურაა და სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია. სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ ვთქვათ, ამას [მარიხუანას]“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება სისხლის სამართლის წესით დასჯადი დარჩება.

„მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას“, - განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, სამინისტრო კანონპროექტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]