weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პრემიერი „იბერიაზე“ - ტელევიზიის ქონა არ ნიშნავს, რომ ვინმემ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს

11:05 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

„ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ გადასახადიარ უნდა გადაიხადოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობდა სანქციებისგან თავი შეეკავებინა, რის გამოც მათ კომპანია „ომეგა“ 11-ჯერ გააფრთხილა, „თუმცა ამის შემდეგ გამჩნდა ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება“.

„მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, ისევე როგორც მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, როგორც მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.

არსებობს ბიზნესსაქმიანობა და არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ.

არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას აწარმოოს თავისი საქმიანობა გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანებაც.

მიდგომა არის სწორედ ასეთი. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ და შესაბამისი ორგანოები გადადგამენ იმ ნაბიჯს რაც ჩვენი კანონმდებლობის გადასადგმელია“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]