weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნარკოპოლიტიკა ზედმეტად მკაცრია და საჭიროებს ლიბერალიზაციას - გიორგი კვირიკაშვილი

20:25 შაბათი, 10 ივნისი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით რეპერების დაკავებას ეხმაურება. მისი განცხადებით, ნარკოპოლიტიკის თალსაზრისით კანონი ზედმეტად მკაცრია. გიორგი კვირიკაშვილი მიმართავს პარლამენტს, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი მიიღოს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ.

ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ,

თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.

მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას - ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ - ფაქტი. არცერთი ახალგაზრდა, არცერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა იუმორისტული-სატირული ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (Kay G) რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შსს-ს მიერ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპერები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე არიან დაკავებულები.

თავად რეპერები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი მუსიკალური ვიდეოა, სადაც რეპერებმა პოლიციელი გააშარჟეს. მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ მას ეკუთვნოდა.

9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილს და გიორგი ქებურიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]