მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს არავინ მოუსმენს, რადგან საკმარისი ავტორირტეტი არ აქვს.
„შეიძლება ფიქრობს, თუ ვერ გაიმარჯვა, ერთ ლიცენზიას თვითონ აიღებს. ახალგაზრდობაში ფეხბურთს როცა ვთამაშობდით, იყვნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ - ამას ვიზამ, იმას ვიზამო და იყო ასეთი გამოთქმა: „კრამიტებს რაკა-რუკი არ აუტეხოო“. რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ? შეხვედრებზე სადაც დადის ძირითადად მასწავლებლები და ისინი მიჰყავთ. კარგად ვიცი, რაც ხდება“, – ამბობს მეუფე იაკობი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
პარლამენტში დროებით გადაიდო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, ექსპორტზე გასატანად საქართველოში მარიხუანას მოყვანასა და წარმოებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის გაუძღვეს საინფორმაციო კამპანიას და საკანონმდებლო ცვლილებებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.