weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნატო ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

11:32 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018
ფოტოზე ნატო ჩხეიძე და ირმა ინაშვილი ფოტოზე ნატო ჩხეიძე და ირმა ინაშვილი

პარლამენტის წევრმა და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ის სავარაუდოდ დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება. ჩხეიძე ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას პარლამენტის სესიაზე გეგმავს.

ნატო ჩხეიძემ იმედი გამოთქვა, რომ ფრაქცია არ დაიშლება და პარლამენტში ერთი დეპუტატი მაინც მოიძებნება, რომელიც „საქართველოს პატრიოტებს“ შეურთდება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ზაზა ოქრუაშვილს, რომელიც არ დაემორჩილა სამთავრობო ძალის შეტევას, არ ჩაერია ამ კორუფციულ სქემებში და დაუპირისპირდა მას, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერის იმედით. მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, „იბერიას“ ჟურნალისტებს და „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებს. ამ საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ, რასაც სესიაზე გავაჟღერებ. 5 სექტემბერს, როდესაც ვისაუბრე კორუფციის შესახებ, არავინ დამიგდო ყური. ახლა ვისაუბრებ „კანაფის რესპუბლიკის“ შესახებ, ამ ტოტალური კორუფციის შესახებ. ჩემი აზრით, ჩემი გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო: „არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია ის დაიშლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად“.

ამ დრომდე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გაერთიანებული იყო ექვსი დეპუტატი - გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე, გელა მიქაძე, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]