weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის – ფოფხაძე

16:40 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

პარლამენტის წევრის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, სამედიცინო მიზნით საქართველოში მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი და „ღვთისთვის სათნო“ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

„ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება, ადამიანმა უღალატო იმას, რაც შენი რწმენის და შენი მსოფლმხედველობის ნაწილია. ბოლომდე უნდა დარჩე ერთგული იმისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, რისთვისაც ვცხოვრობ. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტში დროებით შეჩერებულია მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, ექსპორტზე გასატანად საქართველოში მარიხუანას მოყვანასა და წარმოებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.

მთავრობის ინიციატივას სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. კათოლიკოს-პატრიარქმა 16 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე განცხადა, რომ ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ილია მეორეს მიაჩნია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში ნარკომანია გავრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]