weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მარიხუანას მოყვანას – საპატრიარქო

10:21 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

საქართველოს საპატრიარქო მარიხუანის სამედიცინო მიზნით კულტივირებისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, თითქოს მოძღვრების ნაწილი არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, სინამდვილეს არ შეესაბამება.

საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ნებისმიერი სახის მარიხუანის, ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზების წინააღმდეგია.

„ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კონტროლის შესახებ ახალი კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

მთავრობის ინიციატივას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების წინააღმდეგობა მოჰყვა. 16 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განცხადა, რომ ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ილია მეორეს მიაჩნია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში ნარკომანია გავრცელდება.

პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]