weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა

18:06 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასვლის მიზეზად, „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაასახელა. მან მმართველი გუნდი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის არდასახელების გამო გააკრიტიკა. უკმაყოფილება გამოთქვა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამოც.

„ის ძალა [„ევროპული საქართველო“], რომელმაც საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა აიღო, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამას. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ არ მონაწილეობა არჩევნებში ეს არის ნიშანი, ძალაუფლების, პრეზიდენტობის გადაბარების მცდელობა იგივე ამ ძალასთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა საგამოძიებო კომისია. აღარ დავამატებ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოხდა მარიხუანასთან და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. არ მახსენდება, მარიხუანა რომელიმე საარჩევნო კამპანიის დროს და ეკონომიკის განვითარების მიზნით, შეთავაზებული ყოფილიყო ჩვენი ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ბოლო თვეების განმავლობაში ჭიჭინაძე საკუთარი პარტიის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა, რის გამოც 18 ივლისს „ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან გარიცხა. როგორც მაშინ სამდივნომ განმარტა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]