„ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოში უფლებრივი მიმართულებით ეს არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა,
ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი.
ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე მისი სხვადასხვა დანაყოფები, ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისივე თქმით, მას ძალიან უხარია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი.
„ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი საქართველოსი, რომელიც იქნება პირველად ისტორიაში ქალი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.