weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სალომე ზურაბიშვილს თავს მხოლოდ იმიტომ ესხმიან რომ ქალია – სოფო კილაძე

23:07 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ იმიტომ ესხმიან თავს, რომ ქალია. კილაძის თქმით, ასეთი უღირსი ფორმებით თავდასხმა, ყოვლად მიუღებელია.

„ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოში უფლებრივი მიმართულებით ეს არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა,

ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი.

ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე მისი სხვადასხვა დანაყოფები, ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, მას ძალიან უხარია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი.

„ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი საქართველოსი, რომელიც იქნება პირველად ისტორიაში ქალი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]