weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეჟისორ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

01:45 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სია არ წარადგინა, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. მხარდამჭერთა სიის წარდგენის ვადა 18 სექტემბერს ამოიწურა.

შენგელაია პრეზიდენტობის კანდიდატად 29 აგვისტოს ხუთკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა (პეტრე მამრაძე, ირაკლი მელაძე, გია ჭუბაბრია, ნუგზარი ნოზაძე, ავთანდილ მამაცაშვილი) დაასახელა. რეგისტრაციისთვის მათ ცესკოში სულ მცირე 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარედგინათ.

იგივე მიზეზით რეგისტრაციაზე უარი პრეზიდენტობის მსურველ კიდევ 18 პირს ეთქვა.

ცესკოს მონაცემებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 23 კანდიდატმა გაიარა. პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი სიები დამუშავების პროცესშია და შესაბამისად, ჯერ გადაწყვეტილი არ არის მათი კანდიდატები - ოთარ მეუნარგია და მიხეილ ხანთიძე - პრეზიდენტობის კანდიდატებად დარეგისტრირდებიან თუ არა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]