weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2019 წლიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად გადავა

11:06 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, ქუთაისში მდებარე შენობას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰაბის მოსაწყობად გამოიყენებს.

ჩუგოშვილის განმარტებით, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დიდი ხანი მსჯელობდნენ.

„გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე არგუმენტია. პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა საკმაოდ გართულებულია. როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება გვინდა, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ამ საქმეს ძალიან ართულებს. იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, გადაწყვეტილება ადგილმდებარეობაზე მივიღეთ, რომ ეს იყოს თბილისი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება: „შს სამინისტრო აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება“.

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა, რის შემდეგაც პარლამენტის შენობის მშენებლობა დაიწყო. 2012 წელს, მშენებლობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინდელი ფონანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე აცხადებდა, რომ პარლამენტის ახალი შენობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]