weather cur horoscope tv
აპრილი 03, 2020

ახალგაზრდობას დაცვა სჭირდება ამ ტიპის ეკლესიისგან – ზურაბ ჯაფარიძე

18:20 შაბათი, 22 სექტემბერი 2018 hits 1603

„ახალგაზრდობას ამ ტიპის ეკლესიისგან, მათი ოჯახებისგან და განათლების სისტემისგან დაცვა სჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის ეთერში.

გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ პროცესებში მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას და მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სასულიერო პირების პოზიციას.

კითხვაზე - როგორ შეაფასებდა პოლიტიკურ პროცესში ეკლესიის ფორმალურ მონაწილეობას, ჯაფარიძემ თქვა: „ეკლესიას საკმარისად მეტი პოლიტიკური ძალაუფლება აქვს მინიჭებული ერთი იმ საკონსტიტუციო ჩანაწერით, მეორე კონკორდატით და კონკორდატიდან გამომდინარე პრივილეგიებით, მათ შორის, საგადასახადო პრივილეგიები, საბიუჯეტო დაფინანსება, გადაცემული ქონებები და ა.შ.. ეს საკმარისზე მეტია და არამგონია, მათი პოლიტიკური ძალაუფლების გამყარება საერთოდ ვინმეს ინტერესში იყოს. პირიქით, რაც აქვთ, ის პრივილეგიებიც ჩასახსნელი და ჩამოსართმევია.

სინამდვილეში იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომ მათი პოლიტიკური ძალაუფლება კიდევ უფრო გამყარდეს, არამედ იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ამ პოლიტტიკური ძალაუფლების წყარო რაც არის, ის წყარობიც შეიკვეცოს.

ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომელიც შეიძლება არსებობდეს სეკულარულ სახელმწიფოში“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ მარიხუანას საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებასა და ახალგარზდებზე გულწრფელი ზრუნვითაა გამოწვეული. ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ამ თემაში ეკლესიამ დაინახა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების რეაბილიტაციის შანსი, მას შემდეგ, რაც „ციანიდის საქმემ“ მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეარყია.

„ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ის თემა, რაშიც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი აიყოლიონ თუ მათ სენტიმენტებზე დაჯდებიან. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ ეკლესია ხალხზე ზრუნავს. თუ გულწრფელები ვიქნებით, ახალგაზრდებზე ზრუნვა პირველ რიგში იმაში უნდა გამოიხატოს რომ ახალგაზრდობას დაცვა სჭირდება სწორედ ამ ტიპის ეკლესიისგან, მათი ოჯახებისგან და ამ ტიპის განათლების სისტემისგან.

ჩემი აზრით, ეს არის ის სამი ინსტიტუტი, რომელიც ახალგაზრდობას აზროვნების უნარს უკარგავს და მათ ზომბებად ზრდის მას“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]