weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

21:09 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო მრჩეველი გახდა.

BMG-ის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო და ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობას საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში დაეხმარება.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 13 ივნისს კი გადადგა. გადადგომის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა. ივანიშვილის თქმით კი, კვირიკაშვილი იმიტომ გადადგა, რომ მართვა აღარ შეეძლო.

2012-2015 წლებში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]