გრიგოლ ვაშაძემ დაიფიცა, რომ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მისცემს.
„აუცილებლად გააყალბებენ, დედის საფლავს გეფიცებით და ზალიკოც გეფიცებათ, ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს. არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ მაგათმა გამარჯვება და თქვენი არჩევანი. ეს 2016 წელი არ არის, სულ სხვა ხალხი მონაწილეობს არჩევნებში, ასი თვალი, ასი ყური, ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი. მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენი არჩევანის მოპარვა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.