weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიებს ზურაბიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის ამოღება მოსთხოვა

10:56 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებს მიმართავს და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი სარეკლამო ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღებას სთხოვს.

კომისიის წერილი, რომელიც 25 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის მსგავსად სხვა ტელევიზიებსაც გაეგზავნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა გაასაჯაროვა.

წერილში აღნიშნულია, რომ 18 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომისიას წერილით მიმართა ისეთი წინასაარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, რომლებიც „მიზნად ისახავს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შეშლას“. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მტკიცებით, ვიდეორგოლები „მაუწყებლის შესახებ“ კანონს არღვევს.

„ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში გამოყენებული არის ნაწყვეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „რეაქციიდან“, სადაც გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია კითხვას უსვამს პრეზიდენტობის კანდიდატს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახის მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში. შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და მისი განთავსება აკრძალულია.

რთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება. ის მოხსენიებულია, როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს.

აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაეთიკურ და შესაბამისად არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით.

ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეორგოლი შეიცავს უხამსი შინაარსის გამონათქვამს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]