weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არის საშუალება რომ სიღარიბე 7-8 წელში აღმოვფხვრათ – კობახიძე მარიხუანაზე

16:04 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

„დღეს ჩვენ რომ პირდაპირ გავიწვიოთ პარლამენტიდან ეს კანონპროექტი, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით და უკან დახევა მოგვიწია. გვინდა ამ თემაზე საზოგადოებას და ეკლესიას ვესაუბროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანაფის მოყვანა-ექსპორტით საზოგადოებას ზიანი არ მიადგება და სარგებელი კი არის ის, რომ მილიარდი დოლარით გაიზრდება ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალიან დიდი შეღავათია.

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი, ნარკოტიკებს არ ვაწარმოებთ; მეორე - საფრთხე ამის გადინების არ არის. ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კარგი გამოცდილება - ისრაელი, საბერძნეთი, რომელიც მართლმადიდებელი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ - ძალიან მარტივად ხდება იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არცერთი გრამი მარიხუანა არ გადის გარეთ. არაპირდაპირი საფრთხე არ არსებობს. მესამე - რაც შეეხება ეფექტს, ძალიან წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებშიც, სიღარიბის აღმოფხვრას რვა-ათი წელი სჭირდება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რა არის, რომ - თუ რაღაც იძლევა საშუალებას, რომ ათი წლის მაგივრად, ეს მაგალითად რვა წელიწადში, შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება?

იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას არანაირი ზიანაც არ ადგება?! როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მივიღებთ ამ კანონს თუ არა, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ

ნარკოტიკების წარმოება აზრდაც არ გაგვივლია, არაპირდაპირი საფრთხე არ არსებობს და ეს მილიარდი არავის ჯიბეში არ მიდის. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მიიღებს ამხელა სარგებელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ და არ მიიღონ: „ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]