weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზაზა სარალიძეს ვაფრთხილებ, ზღვარს ნუ გადადის - ეკა ბესელია

09:15 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

უპასუხოდ ვერ დავტოვებ ზაზა სარალიძის ცილისმწამებლურ განცხადებას. ეს ცდება არა მხოლოდ კანონის ფარგლებს, არამედ მორალურ ზღვარსაც. სწორედ მორალური ბოჭვის გამო სამართლებრივად არ მოვთხოვ პასუხს, მაგრამ უპასუხოდაც არ დავტოვებ“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიახორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის საპასუხოდ.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზაზა სარალიძემ თქვა, რომ პროკურორებს და გამომძიებლებს შეცდომები კი არ მოუვიდათ, მიზანმიმართულად გააყალბეს საქმე. სარალიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურორ ფხაკაძის დაკითხვას ბესელია იმიტომ არ დაესწრო, რომ ფხაკაძე ბესელიას შვილის საქმის პროკურორიც იყო და „დიდი ფული“ აიღო.

„რაც შეეხება კობახიძეს, ძველი დრო რომ იყოს, ისე გავუსწორდებოდი, როგორც კაცი კაცს, მაგრამ სამართლებრივი გზა მაქვს არჩეული და სამართლებრივი გზით მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე“, – აღნიშნა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„უკვე გასაგებია „ძველი დრო“ რატომ ინატრა ზაზა სარალიძემ (ანგარიშსწორებისთვის), მაგრამ იმ ძველ დროში რომ არ დარჩენილიყო ჩვენი ქვეყანა, ამას ვეწირებოდით ჩვენც და ჩვენი ოჯახებიც. ჩემს შვილს რომ ახსენებს სარალიძე, ჰკითხოს მის პოლიტიკურ მეგობრებს, დღეს რომ ახლოს ჰყავს, რისთვის დააპატიმრეს ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა 2009 წელს? არ ახსოვს? შევახსენებ, ჩემთან ანგარიშსწორებისთვის და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო. და იცის რომელი მუხლით? იმ მუხლით, თავად რომ ბევრჯერ დაარღვია უკვე (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მაშინ, როდესაც ამ ორი უდანაშაულო ადამიანის საქმე სასამართლოში იხილებოდა და პირველად სასამართლოს ისტორიაში, სკოლის მოსწავლეს, არასრულწლოვანს ამ მუხლით რომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სად იყო ზაზა სარალიძე? აქციები რომ იმართებოდა უმარავი უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად, მაშინ სად იდგა, ნეტა?“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პროკურორ ფხაკაძეს არასოდეს დაიცავს, მის დაკითხვაზე კი იმიტომ არ იყო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა.

„ის იყო ერთ-ერთი პროკურორი ჩემი ოჯახის პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე და იმ სასამართლომ და შემდეგმა ყველა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ჩემს უდანაშაულო შვილს და ძმას. პოლიტიკური სასჯელი დაადეს ჩემს გამო. არ დათანხმდნენ საპროცესო შეთანხმებას და არ დაიბრალეს ის, რაც არ ჩაუდენიათ. ჩემი უდანაშაულო ძმა ერთი წელი უმძიმეს პირობებში ყავდათ ციხეში და ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი ორი წელი დევნაში და ტერორში. მათი გათავისუფლება მოხდა საერთაშორისო ზეწოლით ორი წლის მერე. ერთი დოკუმენტი დადოს ვინმემ საწინააღმდეგო. განაჩენი ამოიღოს სარალიძემ, ყველგან დევს ეს ინფორმაცია და ჩაიხედოს. წაიკითხოს და მერე ინატროს ძველი დრო. ეს საქმე ყველამ იცის, ვინც მაშინ მიშას მზეს არ იფიცებდა. ვაფრთხილებ, ზღვარს ნუ გადადის. ყველაფერს აქვს საზღვარი“, – წერს ეკა ბესელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]