weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიათურის მერი თანამდებობიდან გადადგა

12:46 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პაატა ნადირაძეს ბოლო ორი თვეა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ნაწილთან პრობლემები აქვს.

მერიაში განაცხადეს, რომ ნადირაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. თავად პაატა ნადირაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

პაატა ნადირაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მანამდე ის იმერეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]