weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩევნებზე ვაშაძეს 22% უჭერს მხარს, ბაქრაძეს 18%, ზურაბიშვილს 15% – კვლევა

14:32 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - პასუხები ასე გადანაწილდა: ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმას 22% მისცემდა; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%; „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს - 15%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს - 8%; „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს - 3%; „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს კი 2%.

კითხვაზე - იქნება თუ არა მეორე ტური 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - გამოკითხულთა 44%-მა თქვა, რომ მეორე ტური იქნება, 24% ამბობს, რომ არ იქნება, 32%-მა კი არ იცის.

კვლევის მიხედვით, თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი გავლენ, გამოკითხულთა 50% ხმას ვაშაძეს მისცემს, 24% კი ზურაბიშვილს. 26%-მა არ იცის (ან არ პასუხობს) ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი გავლენ, გამოკითხულთა 53% ხმას ბაქრაძეს მისცეს, 23% კი ზურაბიშვილს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატები დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე გავლენ, გამოკითხულთა 37% გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას, 33% კი ბაქრაძეს. გამოკითხულთა 30% ამ კითხვას არ პასუხობს ან არ იცის ვის მისცემს ხმას.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, Edison Research-მა კვლევა 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

 

ამ თემაზე:

ჩვენი შიდა კვლევით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს – კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]