weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანონპროექტზე უარი არ გვითქვამს, ჩვენი ამოცანა სიღარიბის აღმოფხვრაა - კობახიძე

15:12 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

„კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტზე უარი არ გვითქვამს. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. იქნება კონსულტაციები და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე რთული სამუშაო პერიოდია და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიწყება კონსულტაციები. მისივე თქმით, ამ თემაზე ესაუბრა პატრიარქს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და საქმის კურში ჩააყენა, თუ რა ინიციატივაზეა საუბარი.

„ჩვენ ვთქვით, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით აუცილებლად გვექნება კონსულტაციები. ჩვენთვის მთავარია მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, თუ რას ითვალისწინებს კანონპროექტი. საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს პროექტი ნარკოტიკების წარმოებას ითვალისწინებს. არსებობს გათვლები, რომ სარგებელი შეიძლება იყოს ძალიან დიდი. თუკი საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი არ არის და სარგებელიც დიდია ეკონომიკისათვის, მაშინ რატომ უნდა ითქვას მასზე უარი?!

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ სიღარიბე და თუ იქნება ახალი ინიციატივები, 8-10 წლიანი პერსპექტივის ნაცვლად, ამას შეიძლება პირობითად 5-8 წელი დასჭირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ და არ მიიღონ. „ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული“, - აღნიშნა ილია მეორემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]