weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი იქნება საქართველოს დედაქალაქი – გიორგი ვაშაძე

16:30 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე მივიდა და აფხაზეთში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც ვაშაძემ გმირთა მემორიალის წინ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი სოხუმი იქნება.

„ამ კედელზე გამოსახული გვარები არის გვარები გმირებისა, რომელზეც დგას საქართველოს ერთიანობის იდეა. მე ერთი რამის მჯერა - მათი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის, ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი იქნება საქართველოს დედაქალაქი. ამას აუცილებლად შევძლებთ, მთავარია ვიყოთ ერთად. ძალა ერთობაშია და ჩვენ, ყველანი ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ ბოროტებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]