„გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასული წლების განმავლობაში აფხაზეთმა მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მინდა დაგიდასტუროთ, რომ რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
ვლადიმერ პუტინმა ხაჯიმბას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, მის „თანამოქალაქეებს კი მშვიდობა და კეთილდღეობა“.
30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა „1992 - 1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 25-ე წლისთავს“ აღნიშნავს. წელს ამ დღესთან დაკავშირებით, ე.წ. ეროვნულმა ბანკმა ქაღალდის ფულიც გამოუშვა, რომელზეც პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული.
რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.