„სალომე ზურაბიშვილი პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი; ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება.
ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ, ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროს ვიხილავთ.
ჩვენ ამით შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან მმართველ გუნდს მობილიზაციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე.
ლომის წვლილი მის გამარჯვებაში მისი ისტორია და მოღვაწეობა იქნება, თუმცა ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.