weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2020

თუ ივანიშვილს უნდა მიღება რევოლუციის, ის მიიღებს რევოლუციას – სააკაშვილი

09:50 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 hits 1366

„მინდა ივანიშვილს ვუთხრა იგივე, რაც 2003 წელს შევარდნაძეს ვუთხარი: თუ ივანიშვილს უნდა მიღება რევოლუციის, ის მიიღებს რევოლუციას“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ორი გამოსავალი აქვს - ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გადააბაროს, ან საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბოს.

„ივანიშვილს აქვს მხოლოდ ორი გამოსავალი, ან ის 28 ოქტომბერს წყნარად აღიარებს ხალხის არჩევანს, გადააბარებს პრეზიდენტის სასახლეს „ნაციონალური  მოძრაობის“ კანდიდატს გია ვაშაძეს და წყნარი გადასვლის პროცესი იქნება, სადაც ჩვენ მოვემზადებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ერთი გამოსავალი, მეორე გამოსავალი - ის გააყალბებს არჩევნებს, როგორც შევარდნაძემ გააყალბა 2003 წელს, როდესაც პირველი ადგილი თვითონ დაიწერა, მეორე ასლან აბაშიძეს.

ამასაც ასე აქვს განზრახული: პირველ ადგილზე თვითონ, მეორე ადგილზე შედარებით ლოიალური ოპოზიციას და მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მიხეილ საკააშვილმა.

მისივე თქმით, თუ ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი 28 ოქტომბერს მარცხს არ აღიარებენ, მათ „ქართველი ხალხი ბევრად უფრო ცუდად მოექცევა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ მოექცა შევარდნაძეს“.

„ტუილად ჰგონია მას, ამ ჯიბიდან გავარდნილ ჯიბგირს, რომ შევარდნაძე სუსტი იყო და მე ისეთი თავზეხელაღებული ვარ - ფარცხალაძე მყავს, ეს კარიკატურა რეპტილია გახარია მყავს, ეს კულულებიანი ბიჭი, პარლამენტის თავმჯდომარე მყავს, უტიფრების მთელი არმია მყავს. შევარდნაძე იყო ბევრად მაგარი ვიდრე ეგენი, ჯიბეში ჩაისვამდა ამათ ყველას. შევარდნაძესაც კარგად ვიცნობდი და ამათაც კარგად ვიცნობ. შევარდნაძემ სცადა ყველაფერი და ბოლოს მიიღო ის, რაც მიიღო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]