სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ორი გამოსავალი აქვს - ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გადააბაროს, ან საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბოს.
„ივანიშვილს აქვს მხოლოდ ორი გამოსავალი, ან ის 28 ოქტომბერს წყნარად აღიარებს ხალხის არჩევანს, გადააბარებს პრეზიდენტის სასახლეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გია ვაშაძეს და წყნარი გადასვლის პროცესი იქნება, სადაც ჩვენ მოვემზადებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ერთი გამოსავალი, მეორე გამოსავალი - ის გააყალბებს არჩევნებს, როგორც შევარდნაძემ გააყალბა 2003 წელს, როდესაც პირველი ადგილი თვითონ დაიწერა, მეორე ასლან აბაშიძეს.
ამასაც ასე აქვს განზრახული: პირველ ადგილზე თვითონ, მეორე ადგილზე შედარებით ლოიალური ოპოზიციას და მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მიხეილ საკააშვილმა.
მისივე თქმით, თუ ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი 28 ოქტომბერს მარცხს არ აღიარებენ, მათ „ქართველი ხალხი ბევრად უფრო ცუდად მოექცევა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ მოექცა შევარდნაძეს“.
„ტუილად ჰგონია მას, ამ ჯიბიდან გავარდნილ ჯიბგირს, რომ შევარდნაძე სუსტი იყო და მე ისეთი თავზეხელაღებული ვარ - ფარცხალაძე მყავს, ეს კარიკატურა რეპტილია გახარია მყავს, ეს კულულებიანი ბიჭი, პარლამენტის თავმჯდომარე მყავს, უტიფრების მთელი არმია მყავს. შევარდნაძე იყო ბევრად მაგარი ვიდრე ეგენი, ჯიბეში ჩაისვამდა ამათ ყველას. შევარდნაძესაც კარგად ვიცნობდი და ამათაც კარგად ვიცნობ. შევარდნაძემ სცადა ყველაფერი და ბოლოს მიიღო ის, რაც მიიღო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.