weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპული საქართველოს წევრებს 2 წელი ეგონათ რომ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ

10:38 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას მცხოვრებლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ პოლიტიკურ გაერთიანება „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, პარტიიდან წასულმა პირებმა განაცხადეს, რომ „ევროპულ საქართველოში“ ატყუებდნენ. მათი თქმით, დღემდე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე პარტია ეგონათ.

„ევროპული საქართველოს“ დატოვების შემდეგ ოცამდე ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

„სააკაშვილის გამოსვლა მოვისმინეთ, რის შემდეგაც გავიგეთ, რომ N2 მიხეილ სააკაშვილის პარტია არ ყოფილა.

ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხი მოვატყუოთ. აქ ვინც ვართ, ნახევარია. ჩვენ უფრო ბევრი ვართ“, - განაცხადა ბრიფინგზე ნიაზ გულიევმა.

პარტიიდან წევრების წასვლას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ახმედ იმამკულიევი გამოეხმაურა: „ამაზე კომენტარის გაკეთება სირცხვილია, რადგან ისინი ისე იქცევიან, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ და ახლა კომენტარს ინდივიდუალურად აკეთებინებენ, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს, წევრები ყოველდღიურად ტოვებენ პარტიას. სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპოზიცია ებრძვის ოპოზიციას“.

„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]