weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ევროპული საქართველო“ დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა დატოვა

13:58 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.

„ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში, ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე, ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადეობის ინტერესების შესაბამისად“, - ამბობს ჩიქოვანი.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის განცხადებით, ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისშია. მისი თქმით, ახლა დათმობა და ერთობისკენ ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

„სწორედ ერთობით არის შესაძლებელი კონცენტრირება იმ მიზანზე, რომელიც არის დიდი ცვლილებები, რომელიც საფუძველს დაუდებს ქვეყნის განვითარებას.

ჩემი გადაწყვეტილება გავუზიარე გუნდის წევრებს. იმედია, მოვახდენ ინსპირირებას და შესაბამისად, თითოეული მათგანიც მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს დეპუტატი.

მამუკა ჩიქოვანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მეორე ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 27.75% მიიღო, მისმა კონკურეტმა „ქართული ოცნებიდან“ პაატა მხეიძემ კი - 72.25%. ჩიქოვანი პარლამენტის წევრი პარტიული სიით გახდა, 2017 წელს კი, როდესაც „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან“ წასულმა წევრებმა „ევროპული საქართველო“ შექმენს, პარტია დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]