weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არ მსმენია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს – უდუმაშვილი

23:26 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ისაუბრა. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მას არ სმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესს წილში „ჩაჯდომოდეს“.

„რაც ჩვენ მოვისმინეთ, ყოველგვარ მოლოდინს და ზღვარს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სპორტის ყოფილი მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრი სარდაფში ჩაკეტა, გააშიშვლა, ცემა და ემუქრებოდა რაღაც საზიზღრობებით. ახლა აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დავიცვათ ერთი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფი ან გადავარჩინოთ ტელევიზია, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ კრიმინალური დაჯგუფებისგან, რომელიც ქურდული მეთოდებით მართავს ქვეყანას. ვიღაცა ვიღაცას ბიზნესში უჯდება, ვიღაცა ვიღაცას წილს ართმევს, ვიღაცას სარდაფში ჩაჰყავს ვიღაცა და ფიზიკურად უსწორდება. მე საერთოდ არც მსმენია ასეთ რამ, პოლიტიკური პარტია ბიზნესს უჯდებოდეს წილში, რაც ჩენ მოვისმინეთ - 50% ფონდში, ანუ პარტიაში უნდა წავიდესო.

მე ნამდვილად არ მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიღაც ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს. ეგეთი რაღაც არც გამიგია.

„ნაციონალურ მოძრაობა“ კი არა, მსოფლიოში არ გამიგია პოლიტიკური პარტია ვიღაცას წილში უჯდებოდეს“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლა მისთვის მიუღებელი იყო: „ის, რომ თავის დროზე „იბერიაში“, „ომეგა ჯგუფში“ შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი, ეს ჩემთვის მაშინაც მიუღებელი იყო, ისევე როგორც ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შესვლა. აქ ცალსახა პოზიცია მაქვს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]