weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე არასამთავრობოებზე: ეს არის 13 კაცი და ქალი, მიკერძოებული შეხედულებებით

02:41 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ 13 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელთა შეფასებითაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტურ კორუფციასა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ კობახიძემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება „აბსოლუტურად არსერიოზულია“.

„საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“.

ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, 1%-საც ვერ აიღებს. სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“ ცალკეა.

არ მინდა სიღრმეში შესვლა სხვადასხვა მიზეზის გამო. რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია როგორ შეიქმნა გახსოვთ? საიდან გამოჰყავდათ კადრები და სად შეჰყავდათ - სამართალდამცავი ორგანოებიდან პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციაში რომ ხვდებოდნენ ვიღაცეები.  ამას კავშირი არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება 1-ელ ოქტომბერს გაავრცელეს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. განცხადებაში საუბარია სამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე, მიკერძოებულ გამოძიებასა და პარლამენტის დასუსტებაზე.

განცხადების ავტორები არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, მწვანე ალტერნატივა და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]