weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ორლარიანი მოღალატეები ხართ“ - ასპინძაში სალომე ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ

10:29 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

ასპინძაში, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა, მოქალაქეების ნაწილმა აქცია გამართა. მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც იყვნენ.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მეგი გოცირიძემ ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს „ორლარიანი და ერთუჯრედიანი გამყიდველი“ უწოდა.

„თქვენი ინტელექტი საერთოდ ნულია. თქვენ გაქვთ ერთუჯრედიანი ინტელექტი. ქვეყნის გამყიდველი ხართ. ორლარიანი გამყიდველები ხართ“, მიმართა მეგი გოცირიძემ ფოფხაძეს.

გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც „ქართული ოცნების“ ოპონენტების გაღიზიანებას იწვევს.

„ეს ქალბატონი რაიონიდან რაიონში დაგვყვება. პოლიტიკური კულტურა უნდა გვქონდეს. მგონია, რომ ვუჭერ მხარს ღირსეულ ადამიანს ღირსეული ბიოგრაფით და ფასეულობებით. არავისზე ცუდის ლაპარაკს არ ვაპირებ. მხარს ვუჭერ იმას, ვინც ნამდვილად ღირსია მხარდაჭერის“, – განაცხადა ფოფხაძემ.

2 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში შეხვდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სამუშაო საათებში ჩატარებულ შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატები, რეგიონის გუბერნატორი და მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და წევრები ესწრებოდნენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]