პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.
„6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს. ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ერთან ერთად მოიპოვა უდიდესი გამარჯვება, მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების გზაზე. საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე 6 წლის წინ. ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში და ეს პროგრესი არის ხელშესახები. მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია საქართველო გახდეს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ევროპული ქვეყანა, ევროპული ოჯახის და ნატოს სრულფასოვანი წევრი.