ზურაბიშვილის თქმით, თანასწორობა და ტოლერანტობა მის ოპონენტებს ხშირად სწორად არ ესმით და მასზე ამბობენ, რომ კათოლიკეა.
„სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება სხვანაირად და უფრო კარგად მესმის, რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად იმისი, თუ რა რელიგია, რა წარმოშობა, რა კულტურა, რა ენა (თავისი ოჯახური და ადგილობრივი ენა). ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ყველა არის თანასწორი მოქალაქე ქვეყნისა და მე ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი ვიქნები. ჩემ ოპონენტებს ეს კარგად არ ესმით ზოგჯერ და
მე მეძახიან და ამბობენ, რომ კათოლიკი ვარო. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი, მაგრამ ეს რატომღაც ჰგონიათ ლანძღვის სიტყვა, როცა ეს არის პირიქით, ყველა უნდა ყველას პატივს ვცემდეთ, მიუხედავად ყველასი რელიგიისა.
საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა [სტილი დაცულია].
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტოლერანტობა არის ის ფასეულობა, რომელიც კავკასიაში „ყველაზე დიდი დროიდან მოსულია“ და მას ყველა ირგვლივ არსებული რეგიონებისა და იმპერიებისგან განასხვავებდა.
„ამ ტოლერანტობის გამო არის, რომ დღეს მე ქართულად გელაპარაკებით და თარჯიმანი მჭირდება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.