1-ლი სექტემბრიდან 30 სეტემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს თანხა სულ 103-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა, მათგან 84-მა ზურაბიშვილს სიმბოლური თანხა - 30 თეთრი გადაურიცხა. სალომე ზურაბიშვილის უმსხვილესი შემომწირველები არიან: კახაბერ კობაივანოვი (60 000 ლარი), ირაკლი ქაფიანიძე (60 000 ლარი), დიმიტრი ადამია (60 000 ლარი), დავით თოფურიძე (50 000 ლარი), ვახტანგ ლაღიძე (50 000 ლარი).
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას ამ პერიოდში ყველაზე დიდი თანხა ჩაურიცხეს დავით კირკიტაძემ (60 000 ლარი), ირაკლი კირკიტაძემ (60 000 ლარი), ნიკა მელიამ (30 000 ლარი) და გიორგი ბოტკოველმა (10 000 ლარი).
დანარჩენი პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებია: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 91 196 ლარი; „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 35 000 ლარი; ბესარიონ თედიაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი – 13 000 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 9 700 ლარი; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 4 600 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 1 010 ლარი; ეროვნული ფორუმი – 350 ლარი; კახაბერ ჭიჭინაძე დამოუკიდებელი კანდიდატი – 200 ლარი; „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ – 20 ლარი.