weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს 332 245 ლარი შესწირეს, ნაციონალურ მოძრაობას – 442 691 ლარი

18:17 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით 332 245 ლარი მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 442 691 ლარი.

1-ლი სექტემბრიდან 30 სეტემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს თანხა სულ 103-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა, მათგან 84-მა ზურაბიშვილს სიმბოლური თანხა - 30 თეთრი გადაურიცხა. სალომე ზურაბიშვილის უმსხვილესი შემომწირველები არიან: კახაბერ კობაივანოვი (60 000 ლარი), ირაკლი ქაფიანიძე (60 000 ლარი), დიმიტრი ადამია (60 000 ლარი), დავით თოფურიძე (50 000 ლარი), ვახტანგ ლაღიძე (50 000 ლარი).

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას ამ პერიოდში ყველაზე დიდი თანხა ჩაურიცხეს დავით კირკიტაძემ (60 000 ლარი), ირაკლი კირკიტაძემ (60 000 ლარი), ნიკა მელიამ (30 000 ლარი) და გიორგი ბოტკოველმა (10 000 ლარი).

დანარჩენი პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებია: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 91 196 ლარი; „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 35 000 ლარი; ბესარიონ თედიაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი – 13 000 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 9 700 ლარი; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 4 600 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 1 010 ლარი; ეროვნული ფორუმი – 350 ლარი; კახაბერ ჭიჭინაძე დამოუკიდებელი კანდიდატი – 200 ლარი; „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ – 20 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]