„ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ. არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია; მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი.
„სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
(R) პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია