weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზურაბიშვილი იქნება დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის – გურჯაანის მაჟორიტარი

18:44 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

„ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ. არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია; მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი.

„სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

 

(R) პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]