ოდიშარია სიტყვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე გამოვიდა.
„შეთავაზებული ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფო მეთაურის პოსტს, არ იქნა გაზიარებული და ჩემი აზრით, უპრეცედენტოდ ბინძური, შეუფერებელი, მით უმეტეს ქალისთვის რაღაცა შემოსევითი ტაქტიკის შერჩევა... ეს, არვიცი, არც აზერბაიჯანელებისთვის, არც სომხებისთვის, არავისთვის... კავკასიელებისთვის წარმოუდგენელი ამბავია, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს ყოველდღიურად ვხედავთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გადავიდა „ძალზედ აქტიურ და ფართომასშტაბიან“ მხარდაჭერის კამპანიაზე.