weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გვინდა პრეზიდენტი, ვინც დარიალის კარში ჩადგება – ოდიშარია ზურაბიშვილზე

23:32 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

„ჩვენ პრეზიდენტი გვინდა, ვისაც შეგრძნება აქვს, რომ დარიალის კარში ჩადგება და ჩადგება იქ, იმ საზღვრებში. რატომღაც საუბარი გვაქვს მხოლოდ სახმელეთო საზღვრებზე. დიახ, საზღვაო საზღვრებსაც და მრავალმხრივ ინტერესს დაიცავს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, კრწანისის მაჟორიტარმა ბექა ოდიშარიამ საგარეჯოში.

ოდიშარია სიტყვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე გამოვიდა.

„შეთავაზებული ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფო მეთაურის პოსტს, არ იქნა გაზიარებული და ჩემი აზრით, უპრეცედენტოდ ბინძური, შეუფერებელი, მით უმეტეს ქალისთვის რაღაცა შემოსევითი ტაქტიკის შერჩევა... ეს, არვიცი, არც აზერბაიჯანელებისთვის, არც სომხებისთვის, არავისთვის... კავკასიელებისთვის წარმოუდგენელი ამბავია, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს ყოველდღიურად ვხედავთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გადავიდა „ძალზედ აქტიურ და ფართომასშტაბიან“ მხარდაჭერის კამპანიაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]