სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე ივანიშვილმა ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 50 000 ლარი შესწირეს.
ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველები არიან: ნიკა მერაბიშვილი (60 000 ლარი); ნატა ყაზახაშვილი (50 000 ლარი); სერგო გალუსტიანი (60 000 ლარი); რევაზ სულუხია (10 000 ლარი); პალიკო კინტრაია (10 000 ლარი); ნიკოლოზ კინტრაია (20 000 ლარი); სოფიო თამაზაშვილი (10 000 ლარი).
სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით სამჯერ ნაკლები თანხა - 332 245 ლარი მიიღო. 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს თანხა სულ 103-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა, მათგან 84-მა მას სიმბოლური თანხა - 30 თეთრი გადაურიცხა. სექტემბერში სალომე ზურაბიშვილის უმსხვილესი შემომწირველები არიან: კახაბერ კობაივანოვი (60 000 ლარი), ირაკლი ქაფიანიძე (60 000 ლარი), დიმიტრი ადამია (60 000 ლარი), დავით თოფურიძე (50 000 ლარი), ვახტანგ ლაღიძე (50 000 ლარი).