weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

20:51 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა კიშინიოვში მოაწერეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული გახდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, საქართველომ და უკრაინამ მომავალშიც განაგრძონ ურთიერთმხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ამჟამად საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]