weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოს რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქეს

23:40 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.  

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 3 ოქტომბერს, ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს რუსეთის დელეგაციის წევრებმა მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო დატანილი.

„საქართველო ვაჟა-ფშაველას ქვეყანაა და აქ ძალიან დიდ პატივს სცემენ სტუმარს, მაგრამ შეცდომა უნდა გამოსწორდეს. ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას.

ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული - ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, გასაშლელი რუკა რუსეთიდან, კერძოდ კი ხანტი მანსიისკიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებმა დაარიგეს. ფედერაციის განცხადებით, საორგანიზაციო კომიტეტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა და სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკები ამოიღეს.

„საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას“, – განაცხადეს ფედერაციაში.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 24 სექტემბერს 5 ოქტომბერს დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]