weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბიშვილის თელავში ვიზიტის გამო ბატონის ციხის გალავანზე მისი დროშა აღმართეს

15:46 კვირა, 07 ოქტომბერი 2018
ფოტო: ნიკოლოზ ვარდოშვილი ფოტო: ნიკოლოზ ვარდოშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, თელავში, ბატონის ციხის გალავანზე დროშები აღმართეს. დროშაზე პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ნომერია გამოსახული.

ფოტოები, რომლებიც ორი პირის მიერ დროშის დაკიდების პროცესს ასახავენ, სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გალავნის ქონგურები მორყეულია, მასზე სიარული და ზემოქმედება კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აზიანებს.

„რეგინფო“ ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსს, ვახტანგ გაგნიძეს დაუკავშირდა. გაგნიძის განმარტებით, დროშის აღმართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო და ეს ძეგლს საფრთხეს არ უქმნის.

„სხვადასხვა ღონისძიებების დროს, მაგალითად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მანდ დროშები ისედაც იკიდება ხოლმე.

მხოლოდ ეგ დროშა კი არა, სხვა დროშებიც შეუძლიათ დაკიდონ, მთავარია, რაიმე არ დაზიანდეს. ამაში არანაირი პრობლემა არ არის. გალავანზე ყოველთვის ეკიდა დროშები.

ძეგლს რომ რეაბილიტაცია სჭირდება, ეს სხვა საკითხია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. არ მაქვს ინფორმაცია, რომ გალავნის ქონგურები მორყეულია“, - ამბობს ვახტანგ გაგნიძე.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის საორგანიზაცო საკითხებში მერიას მონაწილეობა არ მიუღია. 

ქვითა და დუღაბით ნაშენი გალავანი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ბატონის ციხის კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]